აგროდრონების მსოფლიო ბაზარი იზრდება - როგორია პროგნოზი

სოფლის მეურნეობის ბაზარზე დრონების მოცულობა 2024 წლიდან 2032 წლამდე წელიწადში საშუალოდ 20,1%-ით გაიზრდება - ამის შესახებ east-fruit-ი წერს.

Global Ag Tech Initiative-ის ინფორმაციით, 2022 წელს, აგროდრონების ბაზარი 7,9 მლრდ დოლარს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ ზრდის მთავარი განმაპირობებელი სუბსიდიების, ასევე ფერმერებისთვის გრანტებისა და ფინანსური პროგრამების ზრდა გახდა.

მოსალოდნელია, რომ გამოყენების თვალსაზრისით, სასოფლო-სამეურნეო დრონების ინდუსტრიაზე 2032 წლისთვის დიდი მოთხოვნა იქნება.

რეგიონულ დონეზე, 2023-დან 2032 წლამდე, აზია-წყნარი ოკეანიის აგროდრონების ინდუსტრია ძლიერ ზრდას განიცდის, რაც მოსავლიანობის გაუმჯობესების მუდმივი საჭიროების გამო ტექნიკის მზარდი გამოყენებით არის გამოწვეული.

ეკა დარჩიაშვილი