ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის 10 ქვეყანა მსოფლიოში

ბოლო წლებში ჩინეთის ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა იყო მსოფლიოში, თუმცა ჩინეთის გარდა, პოზიტიური წინსვლა ჰქონდა მსოფლიოს სხვა ქვეყნებსაც.

გამოცემა Business Insider მსოფლიო ბანკის ”გლობალური ეკონომიკური პროგნოზის” ანგარიშზე დაყრდნობით იმ 10 ქვეყნის რეიტინგს აქვეყნებს, რომელთაც ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნებათ 2017 წლის ჩათვლით.

ჩინეთი

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, მიმდინარე წელს ჩინეთის მშპ-ის ზრდა 7,10%-ს შეადგენს, 2016 წელს - 7,00%-ს, 2017 წელს - 6,90%-ს.

2014-2017 წლებში მშპ-ს რთული წლიური ზრდის ტემპი (CAGR) 7,10% იქნება.

ჩინეთი მსხვილი ექსპორტიორი და მწარმოებელი ქვეყანაა, რის გამოც ბევრი ფიქრობს, რომ ჩინეთის ეკონომიკა უახლოესი ათი წლის განმავლობაში აშშ-ის ეკონომიკას გადაუსწრებს. თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლება ბევრ პრობლემას უპირისპირდება იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანა სამომხმარებლო ეკონომიკაზე გადადის.

რუანდა

2015 წელს რუანდის მშპ-ს 7,00 პროცენტიანი ზრდა ექნება, 2016 წელს - 7,00%-იანი, 2017-ში კი 7,50%-იანი. 2014-2017 წლებში მშპ-ს რთული წლიური ზრდის ტემპი 7,12%-ს მიაღწევს.

რუანდის მოსახლეობის 90% სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული. თუმცა, ქვეყნის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ტურიზმი, მინერალები, ყავა და ჩაია. მიუხედავად იმისა, 1994 წლის გენოციდის შემდეგ ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა განვითარებისკენ, რუანდის მოსახლეობის 45% დღემდე სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.

ტანზანია

2015 წელს ტანზანიის მშპ-ს ზრდა 7,20% იქნება, 2016 წელს - 7,10%, 2017 წელს - 7,10%, ხოლო 2014-2017 წლებში მშპ-ს რთული წლიური ზრდის ტემპი 7,15% იქნება.

ოქროს წარმოებისა და ტურიზმის განვითარების წყალობით, ტანზანიამ ბოლო წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდა აჩვენა. ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში ასევე დიდი წილი მიუძღვის ტელეკომუნიკაციებს, საბანკო სექტორს, ენერგეტიკასა და სოფლის მეურნეობას. თუმცა, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლით ტანზანია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა.

მოზამბიკი

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, მოზამბიკის მშპ-ს ზრდა2015 წელს 7,20% იქნება, 2016 წელს - 7,30%, 2017 წელს - 7,30%, ხოლო 2014-2017 წლებში მშპ-ს რთული წლიური ზრდის ტემპი 7,30% იქნება.

მოზამბიკში მსხვილი საინვესტიციო პროექტები განხორციელდა ბუნებრივ რესურსებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკის მაღალი ზდა გაიზრდება. ზოგიერთი ანალიტიკოსის მტკიცებით, მოზამბკმა შესაძლოა შემოსავლები მიიღოს ბუნებრივი გაზისგან და ნახშირისგან. თუმცა, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა სოფლიოს მეურნეობაშია დასაქმებული, მოსახლეობის ნახევარზე მეტი კი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ რჩება.

ბუტანი

მიმდინარე წელს ბუტანის მშპ-ს ზრდა 7,90% იქნება, 2016 წელს - 8,40%, 2017 წელს - 7,00%, ხოლო 2014-2017 წლებში მშპ-ს რთული წლიური ზრდის ტემპი 7,55% იქნება.

ბუტანის მცირე და შესაბამისად, განუვითარებელი ეკონომიკა ჰიდროელეტრონერგიას, სოფლის მეურნეობასა და სატყეო მეურნეობას ეყრდნობა. ბ უტანის ჰიდროელექტროენერგიის დიდი ნაწილი ინდოეთში გადის.

ინდოეთი

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ინდოეთის მშპ-ს ზრდა 2015 წელს 7,40% იქნება, 2016 წელს - 7,80%, 2017 წელს - 8,00%, ხოლო 2014-2017 წლებში მშპ-ს რთული წლიური ზრდის ტემპი 7,57% იქნება.

მიუხედავად ინდოეთში არგატარებული რეფორმებისა, ქვეყანამ საკმაოდ მაღალი შეფასებები მიიღო ანალიტიკოსებისგან. ინდოეთის ეკონომიკის ზრდის მთავარი წყარო მომსახურების სფეროა. თუმცა, ქვეყანაში კვლავ რჩება ისეთი პრობლემები, როგორიც კორუფცია, სიღარიბე და ქალთა დისკრიმინაციაა.

უზბეკეთი

2015 წელს უზბეკეთის მშპ-ის ზრდა 7,60% იქნება, 2016 წელს - 7,80%, 2017 წელს - 8,00%, ხოლო 2014-2017 წლებში მშპ-ს რთული წლიური ზრდის ტემპი 7,87% იქნება.

საბჭოთა წარსულისგან უზბეკეთი საკმაოდ ნელი ტემპებით გარდაიქმნა საბაზრო ეკონომიკის ქვეყნად. ბამბის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მსოფლიოში უზბეკეთი რიგით მეხუთე მსხვილი ექსპორტიორია, ქვეყანას ასევე აქვს ბუნებრივი გაზი და ოქრო.

ბირმა

ქვეყნის მშპ-ის ზრდა 2015 წელს 8,50%-ს შეადგენს, 2016 წელს - 8,20%-ს, 2017 წელს - 8,00%-ს, ხოლო 2014-2017 წლებში მშპ-ს რთული წლიური ზრდის ტემპი 8,30% იქნება.

სამხრეთ აზიის ერთ-ერთმა ყველაზე ღარიბმა ქვეყანამ ეკონომიკური რეაბილიტაცია 2011 წელს დაიწყო. ბირმას მიმზიდველი ბუნებრივი რესურსები აქვს, რაც ადვილად იზიდავს უცხოურ ინვესტიციებს.

თურქმენეთი

2015 წელს თურქმენეთის მშპ-ს ზრდა 8,00% იქნება, 2016 წელს - 9,00%, 2017 წელს - 9,00%, ხოლო 2014-2017 წლებში მშპ-ს რთული წლიური ზრდის ტემპი - 9,07%-ს შეადგენს.

თურქმენეთის უკიდურესაც კორუფციული ეკონომიკა ორ მთავარ ინდუსტრიაზე - ბამბასა და გაზზე დგას. საბჭოთა კავშირის ყოფილმა ქვეყანამ ცოტა ხნის წინ დაიწყო გაზის ექსპორტი ჩინეთში.

ეთიოპია

2015 წელს ეთიოპიის მშპ-ს ზრდა 9,50% იქნება, 2016 წელს - 10,50%, 2017 წელს - 8,50%, ხოლო 2014-2017 წლებში მშპ-ს რთული წლიური ზრდის ტემპი - 9,70%-ს შეადგენს.

ეთიოპიის ეკონომიკა ძირითადად სოფლის მეურნეობას ეყრდნობა, თუმცა მთავრობა მისი დივერსიფიცირებას ტექსტილისა და ენერგეტიკის წარმოებითაც ახდენს. თუმცა, მიუხედავად მსოფლიო ბანკის პროგნოზისა, რომ უახლოეს წლებში ეთიოპიას მშპ-ს მაღალი ზრდა ექნება, ქვეყანის შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთი დაბალია მსოფლიოს მასშტაბით.