რა ღირს ოქრო თბილისის „ოქროს ბირჟაზე“

მსოფლიოში ოქროს ფასმა ახალ ნიშნულს მიაღწია. უკანასკნელი მონაცემებით, 1 უნციის ფასმა 2 500 დოლარი შეადგინა.

ძვირფასი ლითონი წელს 20%-ზე მეტით გაძვირდა, რასაც ნაწილობრივ გლობალური ცენტრალური ბანკების მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების მოლოდინებს მიაწერენ. ძვირფას ლითონზე მოთხოვნის ზრდას ასევე ხელს უწყობს ინვესტორების საერთო ინტერესი „უსაფრთხო თავშესაფრის“ აქტივების მიმართ ახლო აღმოსავლეთში სერიოზული დაძაბულობისა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გამო.

რაც შეეხება საქართველოს, ე.წ. „ოქროს ბირჟაზე“ ოქროს ფასები შემდეგნაირად გამოიყურება:

1 გრამი ოქრო 750 სინჯით 220 ლარი ღირს, 1 გრამი ე.წ. იტალიური ოქრო 585 სინჯით, ფასი 180 ლარიდან იწყება, ხოლო რაც შეეხება 1 გრამ ე.წ ბაჯაღლოს 958 სინჯით, ამ დროისთვის ის 220-დან 250 ლარამდე ღირს.

ეკა დარჩიაშვილი