საქართველოს პარლამენტში ლობისტად რეგისტრირებულია 7 პირი - ამის შესახებ აღნიშნულია „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ პარლამენტის მიერ გამოგზავნილ პასუხში.
როგორც საკანონმდებლო ორგანოში განმარტავენ, გასულ წელს პარლამენტში რეგისტრირებულ ლობისტებს მათი საქმიანობის განსახორციელებლად ხარჯი არ გაუწევიათ. პარლამენტის ცნობით, ამავე პერიოდში 7 ლობისტს შემოსავლებიც არ ჰქონიათ.
„საქართველოს პარლამენტში აღნიშნული ლობისტები ძირითადად რეგისტრირებულ იქნენ საქართველოს ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის მიზნით ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებასა და განხილვაში მონაწილეობის მისაღებად.
2023 წელს საქართველოს პარლამენტში ლობისტების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების თანახმად, მათ ლობისტური საქმიანობის განსახორციელებლად ხარჯი არ გაუწევიათ, ხოლო შემოსავალი არ ჰქონიათ“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ პარლამენტში.