„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე ოფიციალური ვიზიტით პარტია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარესთან, თინა ბოკუჩავასთან ერთად აშშ-ში, ჩიკაგოში იმყოფება.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ისინი როგორც მაღალი რანგის წევრებთან გამართავენ შეხვედრებს, ასევე შეხვედრები საინვესტიციო წრის წარმომადგენლებთანაც ექნებათ.
„დემოკრატების კონგრესის პირველი დღე - ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი, აღვადგინოთ ურთიერთობები ამერიკასა და საქართველოს შორის, ურთიერთობები, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დააზიანა.
ამ ოთხი დღის მანძილზე დემოკრატების ყველა ლიდერი შეკრებილი იქნება. ჩვენ, როგორც დემოკრატებთან, ასევე, რესპუბლიკელებთან ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს.
გარდა მაღალი რანგის წევრებისა, ჩვენ შეხვედრები საინვესტიციო წრის წარმომადგენლებთან გვექნება იმისათვის, რომ მოვემზადოთ ამერიკული ინვესტიციების შემოტანისთვის საქართველოში.
ჩვენს გუნდს შეუძლია უფრო მეტი სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა ამერიკასთან. უფრო მეტი ამერიკული კომპანია საქართველოში შექმნის მეტ სამუშაო ადგილს“, - გიორგი ვაშაძე.