მსოფლიო ბაზარზე კაკაო ისევ გაძვირდა - მიზეზები

გლობალურ ბაზრებზე კაკაოს ფიუჩერსების ფასი ივნისის შუა რიცხვებში ვარდნის შემდეგ კვლავ გაიზარდა. თბილისის დროით 14:40 საათზე, ნიუ-იორკის ბირჟაზე კაკაოს მარცვლის ფიუჩერესები ტონაზე 9 134 დოლარად ივაჭრება.

მონაცემების თანახმად, კაკაოს ფასი მსოფლიო ბაზრებზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში 18.06%-ით გაიზარდა, ფასის წლიური ზრდა კი 172.25%-ს შეადგენდა.

ფასის ზრდა განპირობებულია არახელსაყრელი ამინდის გამო, ასევე კაკაოს მწარმოებელი რეგიონებიდან განასა და კოტ დ'ივუარიდან მარცვლეულის მოსავლისა და შესაბამისად, მიწოდების შემცირებით. მიუხედავად არსებული სიტუაციისა, ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერ-მარტის პერიოდში მოსავლიანობა გაუმჯობესდება.

შეგახსენებთ, რომ კაკაოს საბირჟო ფასებმა 46 წლიან მაქსიმუმს ჯერ კიდევ 2023 წლის დეკემბრის დასაწყისში მიაღწია, რა დროსაც ნიუ-იორკში კაკაოს ფიუჩერსები 1977 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ფასში იყიდებოდა, რაც ტონაზე 4,200 დოლარს აღემატებოდა. Bloomberg-ის გამოთვლით, ამ ფასად დაახლოებით 50 ბარელი ნავთობის ყიდვა იყო შესაძლებელი. Tradingeconomics-ის მიმდინარე წლის 19 აპრილის მონაცემებით, კაკაოს ფიუჩერსების რეკორდულად მაღალი ფასი, ტონაზე 12 261 დოლარი დაფიქსირდა.

მერი ტაბატაძე