ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც ლაგუნა ვერესთან გზას გააფართოებს - ღირებულება 4.5 მლნ ლარს აჭარბებს

ლაგუნა ვერეს მიმდებარე (გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სანაპირომდე) მონაკვეთის რეკონსტრუქცია-გაფართოების სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად შპს „ჯიარჯი“ გამოცხადდა.

თბილისის მერიას შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 5 120 997 ლარი ჰქონდა წარმოდგენილი, „ჯიარჯიმ“ კი შესასრულებელი სამუშაოები 4 557 687 ლარად შეაფასა.

საპროექტო დოკუმენტების მიხედვით, სამშენებლო სამუშაოების მიწოდების ვადად ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღეა გათვალისწინებული. ამ ეტაპზე კომპანიასთან ხელშეკრულების დადების პროცესი მიმდინარეობს.

რაც შეეხება კომპანიას, „ჯიარჯი“ სამეწარმეო რეესტრში 2013 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი გურამ დაფქვიაშვილია.

მერი ტაბატაძე