2024 წლის იანვარ-ივლისში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ქართული ღვინის ექსპორტი 15.9%-ით გაიზარდა. 2023 წლის პირველ შვიდ თვეში ექსპორტზე გავიდა 149.8 მლნ დოლარის ღირებულების 51 ათას ტონაზე მეტი ყურძნის ნატურალური ღვინო, ხოლო წელს იმავე პერიოდში 173.7 მლნ დოლარის 60 ათას ტონაზე მეტი.
მიმდინარე წელს ქართული ღვინის ექსპორტის უდიდესი ნაწილი, 70% რუსეთში განხორციელდა. რუსეთში ექსპორტირებულია 121.4 მლნ დოლარის 44.6 ათასი ტონა ყურძნის ნატურალური ღვინო. საანგარიშო პერიოდში საშუალო საექსპორტო ფასი 2.7 დოლარი იყო.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რომელ ქვეყანაში ჯდება ქართული ღვინის ექსპორტი ყველაზე ძვირი. საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე არსებული მონაცემების მიხედვით, 2024 წლის პირველ შვიდ თვეში ღვინო 61 ქვეყანაში გავიდა, მათ შორის ყველაზე ძვირი ღვინის საექსპორტო ფასი მალიში იყო.
საანგარიშო პერიოდში მალიში 2 750 დოლარის ღირებულების 60 ლიტრი ქართული ღვინო გავიდა ექსპორტზე. 1 ლიტრის საშუალო საექსპორტო ფასი 45.8 დოლარს შეადგენდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 10 ქვეყანას, სადაც 1 ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი ყველაზე მაღალია: