ბორჯომის მერია - ლიკანში, მესხეთის N39-ში, ახალი სკვერი მოეწყო

ლიკანში, მესხეთის N39-ში, ახალი სკვერი მოეწყო. ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალი რეკრეაციული სივრცე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა.

„პროექტის თანახმად, მოეწყო მოსასვენებელი სივრცეები, ფანჩატური, წყლის ბიუვეტი. დამონტაჟდა საბაღე სკამები, ნაგვის ურნები, გარე განათების ლამპიონები. ასევე, მოეწყო წყლისა და კანალიზაციის ქსელი. ტერიტორიაზე დაირგო ხე-მცენარეები. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მერის, ოთარ არბოლიშვილის თქმით, ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება რეკრეაციული სივრცეების მოწყობაა.

„ბორჯომი ტურისტული ქალაქია, შესაბამისად ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის, ახალი რეკრეაციული სივრცეების მოწყობა ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. ადგილობრივებისთვის და ტურისტებისთვის გასართობი ზონების მოწყობა მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა ბორჯომის მერმა.