სავაჭრო ობიექტებში გადახდის ტერმინალები გათიშულია. მომხმარებლები ბარათით გადახდის ოპერაციებს ვერ ასრულებენ მარკეტებში, აფთიაქებში, კვების ობიექტებში და ყველგან, სადაც ტერმინალით გადახდის შესაძლებლობა არსებობს. გათიშულია როგორც „საქართველოს ბანკის“, ისე „თიბისი ბანკის“ ტერმინალები.
გარკვეული პერიოდით ასევე შეუძლებელი იყო დაკავშირება ბანკების ცხელი ხაზის ნომრებზეც.
როგორც კომერციული ბანკების ცხელ ხაზზე მომხმარებლებს განუცხადეს, გადახდების შეფერხება ზოგადი ტექნიკური პრობლემითაა გამოწვეული და ხარვეზის გასწორებისთვის შესაბამისი ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს. თუმცა გადახდების განახლების კონკრეტულ დროს ვერ ასახელებენ.