ჩინეთმა 2024 წლის იანვარ-ივლისში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან ხორბლისა და ქერის იმპორტი მნიშვნელოვნად გაზარდა. ამასთან, სიმინდის შესყიდვები მკვეთრად შემცირდა.
როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო ადმინისტრაციის (SCU) მასალებშია ნათქვამი, ამ პერიოდში რუსეთიდან 48,236 მლნ აშშ დოლარის ხორბლის იმპორტი განხორციელდა. წინა წელთან შედარებით, იმპორტი 7,6-ჯერ არის გაზრდილი.
ასევე რუსეთისგან 112,478 მლნ აშშ დოლარის ქერი იქნა შეძენილი, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 4,9-ჯერ მეტია.
ამასთან, სიმინდის იმპორტი სამჯერ შემცირდა და $20,911 მლნ-მდე შეადგინა.
წიწიბურას იმპორტი თითქმის გაორმაგდა და 2023 წლის იანვარ-ივლისში 28,627 მლნ აშშ დოლარიდან 51,053 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა, შვრიის კი - 15,4 მლნ დოლარიდან 31,36 მლნ აშშ დოლარამდე.