თბილისში 2024 წლის I ნახევარში გარემოსდაცვით სამართალდარღვევებზე  3 429 196 ლარის ჯარიმა გამოიწერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, თბილისში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, 400 სამართალდარღვევა აღკვეთეს.

მათგან 8 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსშეიცავდა და მასალები, შემდგომი რეაგირებისმიზნით, შესაბამის უწებაში გადაიგზავნა.

მიმდინარე წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, სამართალდამრღვევებზე დაკისრებული ჯარიმის ოდენობა 3 429 196 ლარია, გარემოსდაცვითი კანონმდებლობისდარღვევის შედეგად, გარემოსთვის მიყენებული ზიანის დაანგარიშებულმა ოდენობამ კი 1 625 186ლარი შეადგინა.

ნათია ზარიძე