ტერმინალებით გადახდის ხარვეზი გასწორებულია

გადახდის ტერმინალებზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზი გამოსწორებულია. მომხმარებლები ბარათებით გადახდებს კვლავ ჩვეულ რეჟიმში ახორციელებენ.

ინფორმაციას „საქართველოს ბანკისა“ და „თიბისი ბანკის“ მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტები კლიენტებთან ონლაინ კომუნიკაციაში ადასტურებენ.

შექმნილი ხარვეზის შესახებ კომერციულ ბანკებს ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებიათ და მომხმარებლებთან კომუნიკაციაში მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ ხარვეზი ტექნიკური პრობლემით იყო გამოწვეული.

ნათია ზარიძე