BMW, მოკლე ჩართვის რისკის გამო, აშშ-ის ბაზრიდან 720,8 ათას მანქანას იწვევს. ამის შესახებ აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NHTSA) განაცხადა,
ადმინისტრაციის ცნობით, გამაგრილებლის ტუმბოზე არასწორად იზოლირებული ელექტრული კონექტორი შეიძლება წყალში მოხვდეს, რამაც შეიძლება მოკლე ჩართვა გამოიწვიოს.
BMW-ს ამ პრობლემის შესახებ 18 საჩივარი აქვს მიღებული. კომპანიაში განმარტავენ, რომ შეერთებულ შტატებში ამ პრობლემასთან დაკავშირებული ავარიების ან ადამიანის დაზიანებების შესახებ ცნობები არ მიუღიათ.
ასევე გასული კვირის ბოლოს, ავტომწარმოებელმა გამოაცხადა ჩინეთში 1,36 მილიონი ავტომობილის გაწვევა იაპონური მწარმოებლის Takata-ს პრობლემური აირბალიშების გამო. ამ რაოდენობიდან დაახლოებით 598,5 ათასი ავტომობილი ჩინეთში BMW Brilliance Automotive ერთობლივი საწარმოს მიერ იქნა წარმოებული, დანარჩენი კი ქვეყანაში იმპორტირებულია. გაწვევა შეეხება 2003-2017 წლებში წარმოებულ მანქანებს, ნათქვამია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ბაზრის რეგულირების სახელმწიფო ადმინისტრაციის განცხადებაში.