შეერთებულ შტატებსა და იაპონიაში მოთხოვნის ზრდის გამო, შვეიცარიული საათების ექსპორტი, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, ივლისში 1,6%-ით გაიზარდა.
ექსპორტის მოცულობამ 2,2 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკს (2,6 მილიარდი დოლარი) მიაღწია, იტყობინება შვეიცარიის საათების ინდუსტრიის ფედერაცია.
მაჯის საათების უცხოური მიწოდება, რომელიც მთლიანი ექსპორტის 95%-ზე მეტს შეადგენს, გაიზარდა 1,4%-ით და 2,13 მილიარდ ფრანკს შეადგენს.
აშშ-ში მიწოდება გაიზარდა 11,3%-ით, იაპონიაში - 25,6%-ით, ჩინეთში - 32,8%-ით, ჰონგ კონგში - 19,1%-ით.
მიმდინარე წლის შვიდ თვეში შვეიცარიის საათების ექსპორტმა 15,2 მილიარდ ფრანკს მიაღწია, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,4%-ით ნაკლებია.