მორიგი რეკორდი - იმპორტირებული თამბაქოს აქციზიდან ბიუჯეტში 721.6 მლნ ლარი შევიდა

2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს ბიუჯეტში იმპორტირებული თამბაქოს აქციზიდან მიღებული თანხა რეკორდულად, 47.6%-ით გაიზარდა და 721.662 მლნ ლარს მიაღწია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღნიშნული თანხა 232.922 მლნ ლარით მეტია. ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, შარშან შვიდ თვეში იმპორტირებული თამბაქოს აქციზიდან ბიუჯეტში 488.740 მლნ ლარის აკუმულირება მოხდა.

როგორც ცნობილა, თამბაქოს აქციზი ორ ნაწილად იყოფა, ერთია - სტანდარტული აქციზური მარკა, რომელიც კოლოფზე 1.7 ლარს შეადგენს, ხოლო მეორე - ადვალური გადასახადი, რომელიც ცვლადია. ადვალური გადასახადი თამბაქოს სარეალიზაციო ფასიდან ითვლება და მთლიანი ღირებულების 30%-ს შეადგენს.

ფინანსთან სამინისტროს მონაცემებით, როგორც წესი, ადვალური აქციზიდან მიღებული თანხა ფიქსირებულ აქციზს აჭარბებს. 2024 წლის პირველ შვიდ თვეში ადვალური აქციზიდან შესული თანხა 385.478 მლნ ლარი იყო, ხოლო ფიქსირებული აქციზიდან 336.184 მლნ ლარი. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი ფიქსირებულიდან შესული თანხა - 233.730 მლნ ლარი იყო, ადვალურიდან - 255.009 მლნ ლარი.