რესპუბლიკის მოედანზე საქართველო-ჩეხეთის მატჩის დიდ ეკრანზე ჩვენება გაიმართება

რესპუბლიკის მოედანზე საქართველო-ჩეხეთის მატჩის დიდ ეკრანზე ჩვენება გაიმართება - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე ქალაქის მერმა განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, მოედანზე დამონტაჟდება ეკრანი და განთავსდება კვების ობიექტები.

ცნობისთვის, მატჩი 7 სექტემბერს 20:00 საათზე მიხეილ მესხის სტადიონზე ჩატარდება.

„ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ვაპირებთ რესპუბლიკის მოედანზე გავაკეთოთ ღია ჩვენება. 7 სექტემბერს ქართველ გულშემატკივარს ექნება შესაძლებლობა, მოვიდეს და ერთად ვუგულშემატკივროთ ეროვნულ ნაკრებს. ყველა პირობა იქნება შექმნილი, რომ ნორმალურ გარემოში მოხდეს ნაკრების გულშემატკივრობა. დამონტაჟებული იქნება დიდი ეკრანები და იქნება კვების ობიექტები განთავსებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, 7 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრას მიხეილ მესხის სტადიონზე ჩეხეთთან გამართავს.

მერი ტაბატაძე