ივნისში, ბოლო 14 წლის განმავლობაში, რუსეთმა ევროკავშირისგან ღვინის შესყიდვა მინიმუმამდე შეამცირა. ამის შესახებ „ევროსტატი“ წერს.
ერთი თვის განმავლობაში რუსეთში ევროკავშირიდან ღვინის ექსპორტმა მხოლოდ 6,3 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2010 წლის შემდეგ მინიმალური მაჩვენებელია. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ კლება ბოლო სამი თვის განმავლობაში ეტაპობრივად მიმდინარეობს.
ყველაზე მეტად, კონკრეტულად კი 10-ჯერ, სასმელის ექსპორტი შეამცირა საფრანგეთმა, საიდანაც ღვინის მოცულობამ 12 ტონა შეადგინა. ლიეტუვადან ექსპორტმა 2,5-ჯერ იკლო, ხოლო პორტუგალიიდან და ჩეხეთიდან - 40%-ით შემცირდა.
შეგახსენებთ, რომ ექსპორტი რუსეთის მიმართულებით გაიზარდა საქართველოდან - 2024 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში ღვინის მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22%-ით გაიზარდა და 44,7 ათასი ტონა შეადგინა, რომლის ღირებულებაც 121,4 მლნ დოლარი იყო.