შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ მე-14 პაკეტით დაწესებული სანქციების ნაწილს შეუერთდა, ნათქვამია შვეიცარიის მთავრობის განცხადებაში.
„21 აგვისტოს სხდომაზე ფედერალურმა საბჭომ გადაწყვიტა შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ევროკავშირის სანქციების მე-14 პაკეტის რიგ ზომებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
კერძოდ, საუბარია რუსული ბრილიანტების აკრძალვაზე.
გარდა ამისა, შვეიცარიის ხელისუფლებამ გაახანგრძლივა სანქციებიდან გარკვეული გამონაკლისების მოქმედების ვადა, რაც შვეიცარიულ კომპანიებს საშუალებას აძლევს შეზღუდონ თავიანთი საქმიანობა რუსეთში.
შვეიცარიის მთავრობამ გაიხსენა, რომ 9 ივლისს, ევროკავშირის შემდეგ, რუსეთისთვის სანქციების სიას 69 ფიზიკური და 47 იურიდიული პირი დაემატა.
24 ივნისს ევროკავშირის ხელისუფლებამ მიიღო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი, რომლის ფარგლებშიც შემოიღეს შეზღუდვები 116 ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, ასევე აიკრძალა ახალი ინვესტიციები და ტექნოლოგიების ტრანსფერი რუსული LNG-ის პროექტების დასასრულებლად და LNG-ის გადაზიდვა რუსული პორტებით მესამე ქვეყნებში მიწოდებისთვის.