გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 აგვისტოს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: ჟებოტა, ლელოვანი, ღულელები, თეთრახევა, თეგერაანები და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს - დუშეთში მწითურის, სააკაძის, ჯაბუშანურის, სტალინის და მიმდებარე ქუჩებზე; 13:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში - მუხათწყაროში, ლისზე, მსხალდიდსა და მიმდებარე ტერიტორიაზე.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.