სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში თაფლი ყველაზე დიდი ოდენობით იმერეთის, კახეთის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში იწარმოება.
ამავე ინფორმაციით, თაფლის რაოდენობრივი ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა 2021 და 2022 წლებში დაფიქსირდა, 2023 და 2024 წელს კი ექსპორტი შემცირებულია,
2021 წელს საქართველოდან ექსპორტზე 173 ტ თაფლი გავიდა. 2022 წელს ეს მაჩვენებელი უმაღლესი ნიშნული 258 ტ იყო, 2023 წელს კი ექსპორტის მოცულობა 110.4 ტ-მდე შემცირდა.
2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ექსპორტზე გავიდა 109 400 დოლარის პროდუქტი, შარშან იმავე პერიოდში კი 366 780 დოლარის ღირებულების. ქართული თაფლის ექსპორტი ყველაზე დიდი მოცულობით ხორციელდება აშშ-ში, სადაც მიმდინარე წელს ექსპორტზე გავიდა 34 140 დოლარის თაფლი, მეორე ადგილს იკავებს აზერბაიჯანი, სადაც თაფლის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 25 870 დოლარი შეადგინა.
საქართველოსთვის თაფლის ექსპორტის ზრდისთვის პოტენციური ბაზრების ჩამონათვალი ასეთია: აშშ, ბელგია, პოლონეთი, ერაყი, საუდის არაბეთი, საფრანგეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ბულგარეთი.