Tesla გეგმავს დაიქირაოს ათობით ტრენერი, რათა მოამზადოს მისი Optimus ჰუმანოიდური რობოტები. რობოტების მასობრივი წარმოება 2025 წლის ბოლოსაა დაგეგმილი.
The Verge-ის ცნობით, ტესლას ვებსაიტზე გამოჩნდა ვაკანსიები „მონაცემთა შეგროვების ოპერატორის Tesla Bot-ისთვის“. კომპანია მზადაა გადაიხადოს $25-დან $48-მდე საათში სპეციალური კოსტუმის და VR ყურსასმენის გამოყენებით მოძრაობების შესასრულებლად. ამ აღჭურვილობაში თანამშრომელი შეასრულებს სხვადასხვა მოძრაობებს და მოქმედებებს, რომლებიც შემდეგ გაანალიზდება და გარდაიქმნება AI ალგორითმებად Optimus რობოტების მომზადებისთვის.
კანდიდატები უნდა იყვნენ კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში, რადგან ტრენერებს მოეთხოვებათ დღეში შვიდ საათზე მეტი სიარული. მომავალი რობოტის ტრენერისთვის საჭირო სიმაღლეა 170-დან 180 სმ-მდე, ვინაიდან რობოტის სიმაღლე დაახლოებით 173 სმ-ია, ყურსასმენით მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა და ამისთვის კანდიდატები მზად უნდა იყვნენ.
თავად ტრენინგების გარდა, რობოტი ტრენერები გააანალიზებენ შეგროვებულ ინფორმაციას და მოამზადებენ ანგარიშებს. ვაკანსიაზე კანდიდატებს სთავაზობენ მოქნილ სამუშაო განრიგს სამ ცვლაში: 08:00 საათიდან 16:30 საათამდე, 16:00 საათიდან 00:30 საათამდე და 00:00 საათიდან 08:30 საათამდე. რობოტების ვარჯიშისთვის ღამის ცვლა უჩვეულოა ამ ინდუსტრიაში.