2024 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით საქართველოში მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგებამ 66 936 137 ლარი შეადგინა. ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.197 მლნ ლარით, ანუ 22.3%-ით მეტია. 2023 წლის ექვსი თვე მისო-ებმა 54 738 961 ლარის წმინდა მოგებით დახურეს.
ამასთან, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2024 წლის მეორე კვარტალში მისო-ების მთლიანი აქტივები შეადგენდა 2.245 მლრდ ლარს, მთლიანი კაპიტალი კი 770.986 მლნ ლარს.
სებ-ის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში მისო-ების მთლიანმა საპროცენტო შემოსავალმა 237.314 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან სექტორმა 208.560 მლნ ლარი მიიღო, იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან საპროცენტო შემოსავალმა კი 2.668 მლნ ლარი შეადგინა.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში მისო-ების მთლიანი არასაპროცენტო შემოსავლები 33.593 მლნ ლარი იყო.
ცნობისთვის, საანგარიშო პერიოდში ბაზარზე 34 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა.