თქვენ ნუ იდარდებთ, არ იღელვოთ, ისედაც ბევრი გაქვთ სადარდებელი, ისეთ მდგომარეობაში ხართ, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, თუ სად შეიძინა და რა ღირს ავტომობილი, რომლის ფოტოც მან „ინსტაგრამის“ გვერდზე განათავსა და საზოგადოების მხრიდან მღელვარება მოჰყვა.
კალაძემ ჟურნალისტს „ბრიყვი“ უწოდა და მიუთითა, რომ საკუთარი საქმისთვის მიეხედა.
„არ აგიხსნით, სად იმყოფებით. ნიკა გვარამია გეტყვით ყველაზე კარგად, სად იმყოფებით“, - მიმართა კალაძემ ჟურნალისტს.
კითხვაზე, ღირს თუ არა აღნიშნულო ავტომობილი 500 ათასი ევრო, კალაძემ უპასუხა: „500 ათასი ევრო რისი ღირებულება? ეგ ბრიყვებისთვის, თქვენისთანა ბრიყვებისთვის შეიძლება 500 ათასი ევრო ღირდეს ასეთი ავტომობილი. შეურაცხყოფაზე არ გადავდივარ, რეალობაზე ვსაუბრობ. რაც შეეხება ჩემს ავტომობილებს, რომელიც ჩემი საკუთრება არის, ყველა არის დეკლარაციაში მითითებული“, - განაცხადა კალაძემ.
ჟურნალისტიკის კითხვაზე, რომ აღნიშნული ავტომობილი დეკლარაციაში მითითებული არ არის, კალაძემ უპასუხა: „მაშინ არ ყოფილა ჩემი. თქვენ ვინ გეკითხებათ, ვისია ავტომობილი? რაში გაინტერესებთ? ვინ გეკითხებათ? ხომ ხედავთ, რა დღეში ხართ და რა მდგომარეობაში იმყოფებით. თქვენს საქმეს მიხედეთ“.