თბილისის აეროპორტსა და სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა.
კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, 19-21 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: ,,თბილისის აეროპორტი“ და ,,სარფი“, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის/ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 653,2 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინეს. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 135 296 95 ლარი შეადგინა.
მათივე ინფორმაციით, კანონდამრღვევი მოქალაქეების საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.