BMW-მ Tesla-ს ელექტრომობილების გაყიდვებით ევროპაში პირველად გაუსწრო

ივლისში BMW ელექტრომობილების ბაზრის ლიდერი გახდა. გერმანულმა ავტომწარმოებელმა უკან Tesla პირველად ჩამოიტოვა.

გასულ თვეში გაყიდული ელექტრომობილების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა და 14 869 ერთეული შეადგინა. რაც შეეხება Tesla-ს, მანქანების რეალიზაცია პირველად 16%-ით, 14 561 ერთეულამდე შემცირდა.

Tesla კვლავაც ინარჩუნებს ლიდერობას ევროპის მასშტაბით გაყიდული ელექტრომობილების რაოდენობით, თუმცა ის სულ უფრო ხშირად უთმობს პოზიციებს რეგიონში BMW-სა და Volvo Car AB-ს.

საერთო ჯამში ევროპაში ივლისში 139 ათასი ახალი ელექტრომობილი გაიყიდა - 6%-ით ნაკლები, ვიდრე ერთი წლის წინ.

ცნობისთვის, ევროპაში ელექტრომობილებზე მოთხოვნამ მას შემდეგ იკლო, რაც ბაზრის სტიმულირება რამდენიმე ქვეყანაში გაუქმდა ან შემცირდა, მათ შორის გერმანიასა და შვედეთში. შედეგად, ზოგიერთი ავტომწარმოებელი, მათ შორის Volkswagen და Mercedes-Benz, იძულებული გახდა ელექტრომობილების სეგმენტში მიზნებს გადახედოს.

ეკა დარჩიაშვილი