ბიონსე ვისკის წარმოებას იწყებს, რომელიც მისი დიდი ბაბუის მიერ არის შთაგონებული

გრემის 32-გზის გამარჯვებულმა ამერიკელმა პოპ მომღერალმა ბიონსემ თავისი უახლესი ბიზნეს წამოწყება წარადგინა. ეს არის ძვირადღირებული ვისკი, შთაგონებული მისი დიდი ბაბუის მიერ, რომელიც „მშრალ კანონს“ არ ემორჩილებოდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ბრენდი არის Beyoncé-სა და Moët Hennessy-ს ერთობლივი საწარმო, ლუქს კონგლომერატის LVMH-ის სასმელების განყოფილებაში, რომელიც ღვინის, შამპანურის და ალკოჰოლური სასმელების ათობით ბრენდს, მათ შორის Veuve Clicquot-ს და Dom Pérignon-ს ფლობს.

ახალ სასმელს მომღერლის პაპის, დევის ჰოგის პატივსაცემად SirDavis ეწოდა.

SirDavis არის უახლესი საწარმო ბიონსეს ბიზნეს იმპერიაში, რომელიც მხოლოდ ბოლო 9 თვის განმავლობაში გაფართოვდა სუნამოს (Cé Noir) და თმის მოვლის პროდუქტების ხაზით (Cécred). 42 წლის მომღერალი ასევე მართავს Parkwood Entertainment-ს, პროდიუსერულ სახლს, რომლის შვილობილ კომპანიებს შორის სპორტული ტანსაცმლის ხაზი Ivy Park არის.

ნათია ზარიძე