პორტუგალიაში აერპორტების თანამშრომლების მასშტაბური გაფიცვის გამო მრავალი რეისის გაუქმების რისკი დგას

ტურისტები, რომლებიც მომავალი კვირის ბოლოს აპირებენ პორტუგალიაში გაფრენას და უკან დაბრუნებას, გაფრთხილებულნი არიან „ფრენების მრავალჯერადი გაუქმების" შესაძლებლობის შესახებ, რადგან მთელი ქვეყნის აეროპორტებში გაფიცვაა გამოცხადებული.

The Sun-ის ცნობით, პორტუგალიური ტრანსპორტის მუშაკთა პროფკავშირი Sttamp-ი გეგმავს გაფიცვას „2024 წლის 31 აგვისტოს 00:00 საათიდან 2024 წლის 1-ელი სექტემბრის შუაღამემდე“.

Sttamp-ის პროგნოზით, ყველაზე მეტად დაზარალდება ქვეყნის ორი უდიდესი ქალაქის, პორტოსა და ლისაბონის აეროპორტები.

ავიაკომპანიებს შორის ყველაზე დიდი რისკია EasyJet-ის, TAP Air Portugal-ის, British Airways-ის, Ryanair-ის, Wizz Air-ის, Azores Airlines S.A და Vueling Airlines-ის მგზავრებისთვის, რომლებიც ამ აეროპორტებით დაფრინავენ.

ნათია ზარიძე