ეროვნული სატყეო სააგენტო შემოსავალის უდიდეს ნაწილს მერქნული რესურსის რეალიზაციიდან იღებს

2024 წლის პირველ 6 თვეში ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მიღებულმა შემოსავლებმა 16 627 440 ლარი შეადგინა.

შემოსავლების ძირითადი ნაწილი 10 681 900 ლარი სატყეო სააგენტომ მერქნული რესურსის რეალიზაციიდან მიიღო, რაც მთლიანი შემოსავლის 64%-ს შეადგენს.

შემდეგ მოდის საკომპენსაციო თანხები, საიდანაც სააგენტომ 2 703 900 ლარი მიიღო, რაც მთლიანი შემოსავლის 16%-ია.

მესამე ადგილზეა ტყის ფონდით სარგებლობა, საიდანაც შემოსავალმა 1 151 900 ლარი ანუ მთლიანი შემოსავლის 7% შეადგინა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს 2024 წლის 6 თვის საკუთარი შემოსულობების რიცხობრივი და პროცენტული მაჩვენებლები ასეთია:

satyeo-saagentos-shemosavlebi-1724421785.png

ნათია ზარიძე