რამდენი წლით გაიცემა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია

საქართველოში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტო გასცემს.

ლიცენზიის ღირებულება დამოკიდებულია მოთხოვნილი რესურსის რაოდენობასა და ლიცენზიის მოქმედების ვადაზე. ლიცენზიის ნაწილის ან მთლიანად გადაცემა შესაძლებელია იჯარის ფორმით ან საკუთრებაში.

ლიცენზიის გადაცემა შესაძლებელია ყველა სუბიექტზე (მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე/კომპანიაზე), რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადამხდელად არის დარეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში.

ლიცენზიის ვადები განისაზღვრება წიაღით სარგებლობის სახეების მიხედვით:

ა) ენერგეტიკული დანიშნულების წიაღისეულისათვის – 45 წლამდე;

ბ) შავი და ფერადი ლითონების მადნებისათვის – 40 წლამდე;

გ) სამშენებლო მასალებისათვის – 30 წლამდე;

დ) სხვა არამადნეული წიაღისეულისათვის – 30 წლამდე;

ე) მიწისქვეშა წყლებისათვის და ბუნებრივი არასაწვავი აირებისათვის – 25 წლამდე;

ვ) წიაღისეულის მოპოვებასთან დაუკავშირებელი ნაგებობების მშენებლობისათვის – 45 წლამდე;

ზ) წიაღის შესწავლისათვის – 5 წლამდე.

ნათია ზარიძე