ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წელს მივლინებებზე 0,6 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტზე გაწეულმა სამივლინებო ხარჯმა 2024 წლის ორ კვარტალში 647 411 ლარი დახარჯა.

2024 წლის I კვარტალში სამივლინებო ხარჯებმა 361 249 ლარი და II კვარტალში 286 162 ლარი შეადგინა.

ამავდროულად, ადმინისტრაციამ მიმდინარე წელს რეკლამის განთავსებაზე 2 568 358 ლარი დახარჯა. 2024 წლის პირველი და მეორე კვარტლის რეკლამის ხარჯებმა იდენტური ოდენობა 1 284 179 ლარი შეადგინა.

ჯამში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2024 წლის ბიუჯეტი 35 035 000 ლარია.

ნათია ზარიძე