ლარმა მიმდინარე კვირა გამყარებით დაიწყო, თუმცა მნიშვნელოვანი რყევები განიცადა და კვირა, საერთო ჯამში, გაუფასურებით დაასრულა.
19 აგვისტოს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6891 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.6903 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0,12 თეთრი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9677 ლარი გახდა. მანამდე მოქმედი კურსი 2.9566 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარი 1,11 თეთრით გამყარდა.
20 აგვისტოს 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6995 ლარი შეადგინა. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებით 1,04 თეთრით გაუფასურდა.
ევროს კურსმა 2.9913 ლარი შეადგინა. მასთან მიმართებით ეროვნული ვალუტა მკვეთრად, 2,36 თეთრით გაუფასურდა.
21 აგვისტოს ლარმა გაუფასურება განაგრძო და 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7064 ლარი გახდა. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0,69 თეთრი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0106 ლარი გახდა. ევროს კურსის ცვლილებამ 1,93 თეთრი შეადგინა.
22 აგვისტოს ლარი კვლავ გაუფასურდა. შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7099 ლარი გახდა. კურსის ცვლილება 0.35 თეთრი იყო.
ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.90 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0196 ლარი გახდა.
23 აგვისტოს, კვირის ბოლო სავაჭრო დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6977 ლარი გახდა. ლარი დოლართან მიმართებით 1,22 თეთრით გამყარდა.
ლარი ასევე გამყარდა ევროსთანაც, რომლის გაცვლითმა კურსმა 3.0004 ლარი შეადგინა. კურსის ცვლილება 1,92 თეთრი იყო.
საბოლოო ჯამში, მიმდინარე კვირაში ლარი დოლართან მიმართებით 0,74 თეთრით, ევროსთან მიმართებით კი 4,38 თეთრით გაუფასურდა.