ბათუმში მოსულმა უხვმა ნალექმა რამდენიმე მონაკვეთი დატბორა

ბათუმში მოსული უხვი ნალექის შედეგად ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი დაიტბორა.

ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტად მიმდინარეობდა ცხაურების, ჭებისა და ზღვაში გამსვლელი არხების წმენდა.

„ადგილზე ბათუმის ვიცე-მერი და მერიის შესაბამისი სამსახურები იმყოფებოდნენ. მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტად მიმდინარეობდა ცხაურების, ჭებისა და ზღვაში გამსვლელი არხების წმენდა.

"ბათუმის წყლის" ცხელ ხაზზე დატბორვასთან დაკავშირებით დაფიქსირებულ შეტყობინებებზე მოხდა სწრაფი რეაგირება.

ქალაქის წყალმიმღები სანიაღვრე სისტემა გამართულად მუშაობს, ამ ეტაპისთვის მდგომარეობა სტაბილურია.

სატრანსპორტო მოძრაობა არ შეფერხებულა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.