პლასტმასთან ბრძოლის იაფი გზა - ვის დაეკისრა ამერიკის ყველაზე დაბინძურებული მდინარის გაწმენდის მისია

გვატემალას ყველაზე გრძელი მდინარის, მოტაგუას შესართავიდან ოკეანეში ყოველწლიურად 40 მილიონი ფუნტი (18 მილიონი კილოგრამი) ნაგავი იყრება. ეს არის ცენტრალური ამერიკის კონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული 486 კილომეტრის სიგრძის მდინარე, რომელიც გვატემალაში ჩაედინება.

ნაგავი, რომელიც მდინარე მოტაგუას ქვევით გადააქვს, მსოფლიოს მასშტაბით, პლასტმასის მთლიანი ნარჩენების დაახლოებით 2%-ს შეადგენს. „ყოველ 60 წამში პლასტმასით სავსე ნაგავსაყრელი შემოდის ოკეანეში (გლობალურად)“ - განუცხადა CNN-ს აშშ-ში დაფუძნებული სტარტაპის 4ocean-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ალექს შულზემ.

მათ პლასტიკური დაბინძურების დასრულება სურთ. შულცემ 4ocean 2017 წელს მეგობართან, ენდრიუ კუპერთან ერთად დააარსა. როგორც ის იხსენებს, ბალიში ვიზიტის დროს შოკში იყვნენ, როდესაც ოკეანეში პლასტიკური დაბინძურების მასშტაბები იხილეს. კომპანია აგროვებს ნაგავს ოკეანეებიდან, მდინარეებიდან და სანაპირო ზოლებიდან და გარდაქმნის მას პროდუქტებად, როგორიცაა სამაჯურები, სამშენებლო მასალები ან საწვავი.

capture-1724491524.png

რასაც კომპანია ვერ გადაამუშავებს, ნაგავსაყრელზე აგზავნის. დღეს მას ჰყავს გუნდები გვატემალაში, აშშ-ს ფლორიდის შტატში და ინდონეზიაში. უახლესი შეფასებებით, მათ 2017 წლიდან დღემდე 37 მილიონ ტონაზე მეტი ნაგავი შეაგროვეს და გადაამუშავეს.

გვატემალაში, ადგილობრივად დაქირავებული ეკიპაჟების მიერ ნაგვის შეგროვების მისიების გარდა, კომპანიამ დაამონტაჟა მცურავი ღობის მსგავსი ბარიერი.

“ვიმედოვნებთ, რომ შევაჩერებთ ნაგვის და პლასტმასის უმეტეს ნაწილს, რომელიც ჩამოდის წვიმების სეზონის განმავლობაში “, - თქვა 4ocean-ის ქვეყნის მენეჯერმა გვატემალაში კევინ კუჰლოუმ.

კომპანიის შეფასებით, მცურავმა ღობემ 2023 წლის შემდეგ 45,000 კილოგრამი პლასტმასი შეაგროვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი მთლიანი ნაგვის მხოლოდ მცირე ნაწილია, რომელიც მდინარეზე მიედინება, 4ocean იმედოვნებს, რომ მას შეუძლია ცვლილებების შეტანა პლასტმასით დაბინძურების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში.

წყარო: cnn.com

თეონა რამაზაშვილი