"დაასრულეთ ქაოსი!" - ქუჩებში ელექტრო-სკუტერების გაქირავება კიდევ ერთმა დიდმა ქალაქმა შეზღუდა

თანამედროვეობაში ქუჩაში მდგარი ელექტრო-სკუტერები, რომელთა დაქირავებაც აპლიკაციებით არის შესაძლებელი, მსოფლიოში ყველაზე გამტარუნარიან ტრანსპორტის სახეობას შორისაა. ელექტრო-სკუტერებს დიდ ქალაქებში ჩეულებრივ, ახლო მანძილზე გადასაადგილებლად ირჩევენ. თუმცა, ამან რიგ შემთხვევებში ქაოსი, ავარიების მაღალი რისკი და საზოგადოების მხრიდან გახშირებული საჩივრები გამოიწვია. გაჩნდა მათზე მკაცრი კონტროლის მოთხოვნა.

cnn -ის ინფორმაციით, ავსტრალიის ქალაქ მელბურნის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს კიდევ უფრო შორს წასულიყვნენ და ელექტრო-სკუტერების გაქირავება მთლიანად აკრძალეს. მიზეზად ასობით საჩივარსა და უბედურ შემთხვევებს ასახელებენ. "დაასრულეთ ქაოსი!"- გაჩნდა მოსახლეობაში მსგავსი მოთხოვნა. სამშაბათს, მელბურნის საქალაქო საბჭომ მხარი დაუჭირა კონტრაქტების შეწყვეტას ელექტრო სკუტერების ორ ოპერატორთან, Lime-სა და Neuron-თან. მელბურნის ჰოსპიტალმა 2023 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ასახულია, რომ ელექტრო სკუტერების გამო 256 -მა ადამიანმა მიიღო დაზიანება. მათ შორის, ავარიების ნაწილი ფატალურად დასრულდა. მელბურნი არ არის ერთადერთი დიდი ქალაქი, რომელმაც ელექტრო სკუტერები აკრძალა. ევროპის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ელ-სკუტერების ქალაქმა - პარიზმა აღნიშნული ტრანსპორტი 2023 წელს აკრძალა. კოპენჰაგენმა კი შემოიღო მათი გამოყენების მკაცრი წესები. ბარსელონამ ელ. სკუტერები ქალაქის ისტორიულ ნაწილებში 2016 წლიდან აკრძალა.

წყარო: cnn.com

თეონა რამაზაშვილი