SpaceX -ის მორიგი სარისკო პროექტი - მასკი კოსმოსში ოთხი ადამიანის გაგზავნას გეგმავს

როდესაც მილიარდერმა ჯარედ ისააკმანმა დედამიწის ორბიტაზე გასვლა 2021 წელს დააფინანსა, პროექტი ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურად დასახელდა. ის გახდა კერძო კოსმოსური ტურიზმის საფუძველი. გამოუცდელმა, ოთხკაციანმა ეკიპაჟმა დედამიწის გარშემო, 13 ფუტის სიგანის SpaceX Crew Dragon კაფსულაში, სამი დღე გაატარა.

დაბრუნების შემდეგ ისააკმანმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, აღარ წავიდოდა კოსმოსში. თუმცა, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ისააკმანი და ეკიპაჟის სამი წევრი - მათ შორის მისი ახლო მეგობარი და SpaceX-ის ორი ინჟინერი, კოსმოსში ისევ გაემგზავრებიან. ამჯერად მათი ექსპედიცია ბევრად უფრო დიდი, საშიში და ექსპერიმენტული იქნება.

capture-1724505712.png

მისია, სახელად Polaris Dawn, დაგეგმილია 26 აგვისტოს, 3:30 საათზე. Polaris Dawn არის სატესტო მისია, რომელიც შექმნილია საზღვრების გადალახვის მიზნით. აიზეკმანი, მენონი, გილისი და პოტეტი SpaceX Crew Dragon კაფსულაში ხუთ დღეს გაატარებენ. ისინი იმაზე მაღლა აფრინდებიან, ვიდრე NASA-ს Apollo პროგრამა 1970-იან წლებში.

capture-1724505815.png

ისინი გეგმავენ კოსმოსური ხომალდის ლუკის გახსნას და ღია კოსმოსში დაყოვნებას. ეკიპაჟის წევრები აღჭურვილები იქნებიან სრულიად ახალი ექსტრა-სატრანსპორტო აქტივობის (EVA) კოსტიუმებით, რომლებიც SpaceX-მა ორწელიწადნახევარში შეიმუშავა.

წყარო: cnn.com

თეონა რამაზაშვილი