რიკოთის უღელტეხილზე ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ლაფის გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები უკვე ჩატარდა. უწყების ცნობით, ამჟამად მოძრაობა სრულად აღდგენილია.
„სოფელი ხევის მიმდებარედ, მშენებარე მონაკვეთთან, ძლიერი წვიმის შედეგად, ფერდობიდან წყლისა და ლაფის მასა გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე, რის გამოც, გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, დროებით შეიზღუდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამ ეტაპზე, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში მიმდინარეობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.