2020 წლისთვის ინტერნეტრეკლამა სარეკლამო ბაზრის ლიდერი იქნება

საერთაშორისო სააგენტო ZenithOptimedia-ს ანგარიშის თანახმად, 2020 წლისთვის ინტერნეტრეკლამაზე დანახარჯები სატელევიზიო რეკლამაზე დანახარჯებს გადაუსწრებს.

ანგარიშის მიხედვით, ინტერნეტრეკლამა უკვე ლიდერობს მსოფლიოს შვიდ ქვეყანაში - ავსტრალიაში, კანადაში, დანიაში, ნორვეგიაში, ნიდერლანდებში, შვედეთსა და დიდ ბრიტანეთში.

ZenithOptimedia-ს პროგნოზით, 2017 წლისთვის ინტერნეტრეკლამა სარეკლამო ბაზრის ლიდერი იქნება იაპონიაში, ფინეთში, გერმანიაში, ირლანდიასა და ახალ ზელანდიაში. მსოფლიოში რეკლამაზე დანახარჯების 28% სწორედ ამ ქვეყნებზე მოდის.

სააგენტოს ინფორმაციით, ინტერნეტრეკლამის მთავარი მამოძრავებელი მობილური რეკლამა იქნება. 2014-2017 წლებში მარკეტოლოგების დახანარჯები მობილურ რეკლამაზე გაორმაგდება და ჯამში 12,9%-ს შეადგენს, ე.წ. დესკტროპ რეკლამის წილი კი 19,4% იქნება.

ZenithOptimedia-ს გენერალური დირექტორის სტივენ კინგის თქმით, ინტერნეტი სწრაფად ხდება სარეკლამო ინდუსტრიის დომინანტი და 2020 წლისთვის ყველა მაჩვენებლით გადაუსწრებს სატელევიზიო რეკლამას.