„საქართველოში 38% ანუ ყოველი 5-დან 2 ბავშვი მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს განიცდის“

„საქართველოში 38% ანუ ყოველი 5-დან 2 ბავშვი მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს განიცდის,“ - ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური და ეკონომიკური პროგრამების სპეციალისტმა ქეთევან მელიქაძემ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა.

ქეთევან მელიქიძე: - „ბავშვების სიღარიბეს უკვე რამდენიმე­ ათწლეულია სტატისტიკის ეროვნული­ სამსა­ხური ზომავს. ამ მონაცემებით, ბავ­შ­­ვთა სიღარიბე იკლებს, მაგრამ ეს აბსო­ლ­­­­უ­­­ტური სიღარიბეა, რაც ოჯახში­ ფუ­ლ­ის­­­ ნაკლებობას აჩვენებს. თუმცა მნიშვ­ნე­ლოვანია­ გამოვიყენოთ მრავალგანზომილე­ბიანი სიღა­რიბის­ საზომი, რომელიც არა მარტო­ იმას ზომავს, თუ ბავშვების რა წილი ცხოვრობს­ მონეტარულ სიღარი­ბეში­, არამედ იმას, თუ რა მნიშვნელოვან საგნებსა­ და მომსახურე­ბებზე ეზღუდებათ წვდომა, რაც მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის. "ბავშვთა კეთილდღეობის კვლევით" აღმოჩნდა, რომ საქართველოში 38% განიცდის მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს, ანუ პრაქტიკულად ყოველი 5-დან 2 ბავშვი. სხვა მაჩვენებლებიც გამოვიკვლიეთ. მაგალითად, ხელმისაწვდომობა განათლებაზე, ჯანდაცვაზე, საშუ­ალება აქვს თუ არა ოჯახს, რომ ბავშვმა ისადილოს სკოლის საათებში. აღმოჩნდა, რომ ბავშვს, რომელსაც აქვს სოციალური დანაკლისი, და იმ ბავშვს შორის, რომელსაც არა აქვს, ძალიან მაღალი უთანასწორობაა.

ეს არის ევროპული ინდექსი, რომელიც განიხილავს 16 მაჩვენებელს, რომელთა­ არქონა მნიშვნელოვან რისკს უქმნის ბავშვის განვითარებას. 16-დან 3 ან მეტი თუ აკლია ბავშვს, ითვლება, რომ იზრდება მატერიალურ და სოციალურ დანაკლისში. ესე იგი, ბავშვი მოკლებულია მინიმალურ საბაზისო საჭიროებებს: საჭმელს, ტანსაცმელს, განვითარებისთვის საჭირო საგნებს - წიგნებს­, სათა­მაშოებს, ასევე სოციალური განვითარების მაჩვენებლებს, როგორიცაა თანატო­ლებთან ურთიერთობა, სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობა. ინდექსი ადგენს, აქვს თუ არა ბავშვს საშუალება, ყოველდღე ჰქონდეს ცილოვანი საკვები ან მისი ჩამნა­ცვლებელი, იკვებება თუ არა ბოსტნეულითა და ხილით. ამ 16 მონაცემს შორის არის ისეთი საზომები, რომლებიც ადგენს, მაგალითად, აქვს თუ არა ოჯახს საშუალება გაათბოს ბინა. ამ კომპონენტების­ მიხედვით, ბავშვების 38%-ს 3 ან მეტი ფუნდამენტური ნიშანი აკლია იმისათვის, რომ ჰარმონიულად განვითარდნენ.

საქართველოში, რა თქმა უნდა, აბსოლუ­ტური სიღარიბე მცირდება, მაგრამ კიდევ უამრავი ბავშვია, რომელთაც დახმარება სჭირდებათ. შესაძლოა არ არიან უკიდ­ურ­ესად ღარიბნი, ამიტომაც მიზნობრივი­ სოციალური დახმარების პროგრამაში ნაკლებად ჩანან... თუმცა სახელმწიფო ნელ-ნელა ზრდის ბავშვის დანამატს - თუ თავი­დან ბავშვზე თვეში 10 ლარი იყო, ახლა ამ თანხამ 200 ლარს მიაღწია. შეიძლება ვიმს­ჯელოთ იმაზე, რას აძლევს­ 200 ლარი ამ ბავშვს. ამაზეც ჩატარდა კვლევა. აღმოჩნდა, რომ ეს თანხა მშობლებისთვის მნიშვნელოვანია და მინიმალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალებას იძლევა. ზოგიერთმა მშობელმა გადაიფიქრა ემიგრაციაში წასვლა სწორედ დამატებითი თანხის წყალობით. ეს მათ ოჯახში მინიმალური სტაბილურობის შენარჩუნებაში ეხმარება“.

მარტოხელა დედებისთვის დახმარება არსებობს?

როცა რამდენიმე წლის წინ, საკანონმდებლო სივრცეში მარტოხელა დედის სტატუსი გაჩნდა,­ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, მაგრამ სასურველია მას დამატებითი­ დახმარებებიც მიებას... კარგი იქნება, ამ საქმე­ში მუნიციპალიტეტების როლი გაიზარდოს. ძნელია, ცენტრალურმა მთავრობამ ყველა საჭიროება დაინახოს...

უკვე რამდენიმე წელია, სახელმწიფომ დაიწყო სოციალური პასუხისმგებლობის წილის გადა­ბარება ადგილობრივი­ მუნიციპალიტეტებისთვის. გაჩნდა ადგილობრივი თვითმმართველობის სოციალური მუშაკი. უდიდესი მიღწევაა ბავშვთა დაცვის კოდექსი,­ რომელიც 2019 წელს ამოქმედდა. მან მკაფიოდ ჩამოაყალიბა მუნიციპალიტეტის წამყვანი და კრიტიკული როლი ოჯახებისა და ბავშვების დახმარებაში. მუნიციპალიტეტს შეუძლია უფრო ადრე დაინახოს ბავშვის პრობლემები და ატეხოს განგაში, შეეცადოს რესურსების მობილიზებას. შეიძლება ამაში სხვა უწყებებიც ჩართოს. ამ გზით შეიძლება სისტემა უფრო გაიმართოს... ამ საქმეშიც არის წინსვლა. მაგალითად, გაეროს ბავშვთა ფონდი ეხმარება მუნიციპალიტეტებს, რათა სოციალური პროგრამირების ციკლში უფრო გაძლიერდეს ბავშვებზე ზრუნვა. ამისთვის უნდა დავინახოთ, კონკრეტულ თემში რა პრობლემასთან გვაქვს საქმე და გამოვყოთ ყველაზე მწვავე. დამეთანხმებით, ყველაფერს ვერ მოვერევით რესურსების ნაკლებობის გამო. ეს პრობლემა უნდა გადავაქციოთ პროგრამად... მუნიციპალიტეტებს­ სჭირდებათ შესაბამისი კვალიფიკაცია, ფინანსური­ რესურსი და ამ საქმის ცოდნა. ჯერ ამ გზაზე ვართ, პირველი ნაბიჯები იდგმება.

როგორც ვიცი, რამდენიმე რეგიონში­ უკვე არის საპილოტე პროგრამები...

ერთი საკითხია, მუნიციპალიტეტების პრ­ო­გრამები და სერვი­სები ბავშვებისთვის, რაც დაეყრდნობა საზოგადოების ჩართულობით დანახულ პრობლემებს,­ მეორეა, დახმარების ინდი­ვი­დუა­ლური დონე, ანუ მრავა­ლშვილიანი დედა, რო­მელსაც უჭირს და ცდილობს­ შვილებს არაფერი მოაკლოს, უნდა იყოს მუნიციპალიტეტის თვალსაწიერში. მუნიციპალიტეტები დაკომპლექტებულია მხოლოდ რამდენიმე სოცმუშაკით და არის მცდელობა, სოფლებში მერის ის წარმომადგენლებიც ჩაერთონ, ვისაც მოსახლეობაზე ინფორმაცია აქვთ... საპილოტე მუნიციპალიტეტების დიდმა ნაწილმა გამოყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავ­შვების პრობლემები და რამდენიმე მუნიციპალიტეტმა პროგრამაც განავითარა მათ გადასაჭრელად. ეს ჯერ სრულყოფილი სისტემა არ არის და ამდენად, ყველას მეტი ძალისხმევა და მუშაობა მართებს­ - ცოდნის­ გაღრმავება,­ მეტი პროგრამის­ რეალიზება. ფორმულა: "ფული პლუს სერვისი"­ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სლოგანია და სასარგებლო იქნება იმისთვის, რომ ოჯახებს მივაწოდოთ სხვადასხვა ტიპის დახმარება. განაგრძეთ კითხვა

განაგრძეთ კითხვა