გუდაურში სამ თვეში 4.5 მლნ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა - როგორია კვადრატულის ფასი?

2024 წლის მე-2 კვარტალში გუდაურში 74 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად მცირედი 1.3%-იანი შემცირებაა. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.

„მცირე ზომის ბინებმა (26-50 კვ.მ.) მთლიანი გაყიდვების 73% შეადგინა. ამასთან, გაყიდული ბინების 55.4% - საშუალო ფასის სეგმენტიდან იყო ($1 001 – 1 500).

გუდაურში ამჟამად 6 დასრულებული საცხოვრებელი პროექტის გაყიდვები მიმდინარეობს პირველად ბაზარზე.

2024 წლის მე-2 კვარტალში გუდაურში ბინების საშუალო შეწონილი ფასი უცვლელად - კვადრატულ მეტრზე 1 420 აშშ დოლარი დარჩა.

გუდაურში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 4.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 12.3%-იანი ზრდაა,“- ნათქვამია კვლევაში.

თაია არდოტელი