ბეიბ რუთი ლეგენდარული ბეისბოლისტია, რომელიც თავისი არაჩვეულებრივი 22-წლიანი კარიერის განმავლობაში 714 გარბენი შეასრულა.
მან ყველაზე მეტი - 15 წელი - ბრონქსის ცნობილ იანკის სტადიონზე გაატარა.
1920-იანი და 30-იანი წლების ბეისბოლის ლეგენდის, ბეიბ რუთის მაისურები ისტორიის ყველაზე ძვირადღირებული სპორტული სამახსოვრო ნივთები გახდა - ცოტა ხნის წინ მან ღირებულებით ფეხბურთელ მარადონასა და კალათბურთელ მაიკლ ჯორდანის ნივთებსაც გადაასწრო.
2012 წელს მისი იანკის მაისური 4,4 მილიონ დოლარად გაიყიდა, 2019 წელს კი 5,6 მილიონ დოლარად.
ცოტა ხნის წინ კი ბოლო აუქციონზე ბეიბ რუთის მაისური 24 მილიონ დოლარად გაიყიდა.
„ეს რომ ნახატი იყოს, მონა ლიზას ყიდვას დაემსგავსება", - თქვა Heritage Auctions-ის სპორტული აუქციონის დირექტორმა კრის აივიმ.
შესადარებლად, არგენტინელი დიეგო მარადონას მაისური, რომლითაც მან ჯერ "ღვთის ხელით", შემდეგ კი "საუკუნის გოლი" გაიტანა, Sotheby'sის აუქციონზე, დაახლოებით 9 მილიონ დოლარად გაიყიდა. ჩიკაგო ბულზის კალათბურთელის, მაიკლ ჯორდანის მაისური კი 10 მილიონზე მეტად.
რუთს ყველა დროის საუკეთესო ბეისბოლის მოთამაშედ მიიჩნევენ. ის “იანკებს“ ამერიკის ლიგის შვიდი ტიტულისა და ოთხი მსოფლიო სერიების მოგებაში დაეხმარა.
სპორტსმენი პენსიაზე 1935 წელს გავიდა და გარდაიცვალა 1948 წელს, 53 წლის ასაკში.
წყარო: bbc.com