ზეღდულეთში საჭიდაო მოედანი მოეწყობა, სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მერიამ ტენდერი გამოაცხადა

ზეღდულეთში საჭიდაო მოედანი მოეწყობა, სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მოედანზე საჭიდაო არენა მოეწყობა, რომელიც პროფილირებული ფერადი ფურცლით გადაიხურება. ასევე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ზურგიანი 280 სკამი დამონტაჟდება. მათ შორის, ოთხი სკამი განკუთვნილი იქნება შშმ პირებისთვის. გათვალისწინებული იქნება სივრცე ფეხზე მდგომი მაყურებლებისთვისაც. ობიექტი შემოიღობება ლითონის ფურცლით. ტრიბუნებზე ასვლა შესაძლებელი იქნება ლითონის კიბეებით. მოეწყობა ღია გუმბათი.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 199 990 ლარია. პროექტი „სამოქალაქო ბიუჯეტი 2024“ - ის ფარგლებში ხორციელდება.

პროგრამის, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ მიზანია მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილება.