უმუშევრობა 14.5%-მდე შემცირდება 2024 წელს - „გალთ ენდ თაგარტის“ პროგნოზი

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მე-2 კვარტალში უმუშევრობის დონე წლიურად 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და ახალი ისტორიული მინიმუმი -13.7% შეადგინა. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვირის მიმოხილვაშია აღნიშნული.

„აღნიშნულ პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად 2.1%-ით გაიზარდა და მთლიანი დასაქმების 67.4% შეადგინა, ხოლო თვითდასაქმებულების წლიური ზრდა 10.1% იყო.

ამასთან, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წლიურად 1.3 პროცენტული პუნქტით 54.5%-მდე გაიზარდა 2024 წლის მე-2 კვარტალში, თუმცა ჩამორჩება 2024 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებულ 55%-იან მაჩვენებელს.

ჩვენი პროგნოზით, უმუშევრობა 14.5%-მდე შემცირდება 2024 წელს, წინა წლის 16.4%-დან,“- აღნიშნულია მიმოხილვაში.

თაია არდოტელი