პარამკლავჭიდელ მსოფლიო ჩემპიონს ვახტანგ ახობაძეს „გალფმა“ 10 ათასი ლარი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად კომპანიამ გაავრცელა.
„პარამკლავჭიდელ მსოფლიო ჩემპიონს, ვახტანგ ახობაძეს ნავთობკომპანია გალფი 10 000 ლარს გადასცემს საჩუქრად.
გარდა ამისა, ვახტანგთან შედგა შეთანხმება გრძელვადიან თანამშრომლობაზე, რომლის ფარგლებში კომპანია გალფი უზრუნველყოფს მის ფინანსურ მხარდაჭერას საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობისთვის,“- აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.