სომხეთის საზღვართან საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა.
კერძოდ, როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, ტენდერი გამოცხადდა საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ75+050-კმ84+150 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით.
ტენდერი მოიცავს ასევე აღნიშნული გზის კმ83+145-კმ84+150 მონაკვეთზე მდინარე ხევისწყალზე სახიდე გადასასვლელის მოწყობის (მისასვლელი გზებით) დარჩენილი სამუშაოების შესყიდვასაც.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 22 სექტემბერს დაიწყება და 27 სექტემბერს დასრულდება, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 4 825 467 ლარია.