გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, აღნიშნული პროექტი „სამოქალაქო ბიუჯეტი 2024“ - ის ფარგლებში ხორციელდება.
„პროექტის მიხედვით მოეწყობა საბავშვო სივრცე, ბილიკები ბეტონის დეკორატიული ფილებით, კაუჩუკის მოედანი, მოაჯირები, საპარკე ავეჯი, ატრაქციონები, გამწვანება, განათება, სარწყავი სისტემა, საპარკე ავეჯი და ღობე.
სამუშაოები „სამოქალაქო ბიუჯეტი 2024“-ის ფარგლებში ხორციელდება.
პროგრამა „სამოქალაქო ბიუჯეტის“ მიზანია, მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილება,“- ნათქვამია ინფორმაციაში.