კანადის მთავრობა 1-ელი ოქტომბრიდან აპირებს 100%-იანი გადასახადების შემოღებას ჩინური ელექტრომობილებისა და ზოგიერთი ჰიბრიდის იმპორტზე. ამის შესახებ კანადის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა.
ახალი გადასახადები შემოღებულ იქნა არსებული 6.1%-იანი გადასახადების მიღმა "ჩინელი მწარმოებლების არაკეთილსინდისიერი კონკურენციის პირობებში".
ოტავა ასევე გეგმავს 25%-იანი ტარიფების დაწესებას ჩინეთიდან ფოლადისა და ალუმინის პროდუქტებზე 15 ოქტომბრიდან, რათა "დაიცვას კანადელი მუშები ჩინეთის უსამართლო სავაჭრო პოლიტიკისგან".
კანადის ფოლადის მწარმოებელთა ასოციაციის (CSPA) მონაცემებით, ჩინეთი ქვეყანაში ფოლადის იმპორტით მესამე ადგილზეა.