თიანეთის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 7 665 300 ლარით გაიზარდა და 18 482 200 ლარი შეადგინა. შესაბამისი დადგენილება მუნიციპალიტეტის საკრებულომ 26 აგვისტოს მიიღო.
წინა დადგენილეებით, რომელიც 2023 წლის დეკემბერში იყო მიღებული, მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროგნოზი 10 816 900 ლარს შეადგენდა.
ამავდროულად, დაზუსტდა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები:
„ინფრასტრუქტურის განვითარების“ პრიორიტეტისათვის განისაზღვრა 11 410 900 ლარი, „დასუფთავება და გარემოს დაცვის“ პრიორიტეტისათვის განისაზღვა - 919 600 ათასი ლარი, „განათლების“ პრიორიტეტისათვის 2 351 100 ათასი ლარი, „კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების“ პრიორიტეტისათვის - 2 259 000 ლარი, „მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის“ პრიორიტეტისათვის - 1 342 700 ლარი.
შესაბამისად, მიმდინარე წელს თიანეთის ადგილობრივი ხელისუფლება კულტურის, რელიგიისა და სპორტის მიმართულებით 1,68-ჯერ მეტ თანხას დახარჯავს, ვიდრე მოსახლეობის ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე.