იტალიის დედაქალაქი რომი, რომელიც ადრე ევროპაში ყველაზე სახიფათო ქალაქად იყო დასახელებული, ასევე აღიარებულ იქნა ევროპაში ყველაზე გადატვირთულ ქალაქად.
გარდა ამისა, იტალიის კიდევ სამი ქალაქი მოხვდა ათეულში - მილანი, ვენეცია და ფლორენცია, წერს Daily Express ონლაინ გიდის Dubai Tours and Tickets-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით.
2024 წელს დიდი ბრიტანეთიდან რომის მიმართულებით ყოველთვიურად ფრენების საშუალოდ 50 570 ძიება ფიქსირდებოდა, რაც მას ბრიტანელებისთვის ყველაზე პოპულარულ საძიებო ადგილად აქცევს.
მთლიანობაში, კვლევამ გააანალიზა Google-ს ძიების მონაცემები მსოფლიოს 140 ქალაქისთვის გასული წლის განმავლობაში.
2024 წელს ევროპის 10 ყველაზე დატვირთული ქალაქის სია ასეთია:
1. რომი (იტალია)
2. ლისაბონი (პორტუგალია)
3. ბერლინი (გერმანია)
4. მილანი (იტალია)
5. ვენეცია (იტალია)
6. პარიზი (საფრანგეთი)
7. როდოსის კუნძული (საბერძნეთი)
8. ათენი (საბერძნეთი)
9. ნიცა (საფრანგეთი)
10. ფლორენცია (იტალია)