Xiaomi საკუთარი სამმაგად დასაკეცი სმარტფონის შექმნაზე მუშაობს. ინფორმაციას Gizmochina ავრცელებს.
კომპანიამ ასეთი მოწყობილობის შემუშავება უკვე დაიწყო. მართალია, სპეციფიკაციები ჯერ არ საჯაროვდება, თუმცა მოელიან, რომ Xiaomi-ის ახალი სმარტფონი ოფიციალურად 2025 წელს გამოვა.
სავარუდოდ, ის HyperOS 2.0-ის ოპერაციულ სისტემაზე იმუშავებს და Leica-სთან თანამშრომლობით შექმნილი კამერა, ასევე, ფლაგმანი ჩიპსეტი, Snapdragon ექნება.
Xiaomi ამჟამად მომხმარებელს ორი ტიპის დასაკეც ტელეფონს სთავაზობს. ეს არის ჰორიზონტალურად დასაკეცი Mix Fold 4 და ფლიპ-ტელეონი, Mix Flip.
ცნობისთვის: კომპანია Huawei სამმაგად დასაკეცი სმარტფონის წარდგენას ჩინეთში სულ მალე, სექტემბერში გეგმავს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ